რომელი აპარატურული პროცედურებია დღეს მოთხოვნადი – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა კოსმეტოლოგმა ქეთი მაჭავარიანმა ისაუბრა.
დღეს ბაზარზე ბევრი აპარატი არსებობს. გამოვარჩევდი რამდენიმეს თავისი პოზიციონირებით.
არის აპარატები, რომლებსაც აქვს თავისი სეზონურობა და აუცილებელია პროცედურა სეზონურად ჩატარდეს. დავიწყებ ჰაიდრაფეშენით, რომელიც განკუთვნილია სახის წმენდისთვის. როდესაც პირველად მოდის პაციენტი და არ იცის რით დაიწყოს სახის მოვლა, პრიორიტეტი ენიჭება ამ პროცედურას. მისი დახმარებით შეგვიძლია სახის კანის მკვდარი უჯრედების აშრევება, პილინგების ჩატარება. ის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც რეფრეშ პროცედურა, ასევე სამკურნალოდ. მას აქვს აკნეს სამკურნალო კურსი. ეს აპარატი ამერიკულია და როგორც მოგეხსენებათ, იქ სახის წმენდის დროს ხელით ჩართულობა ნაკლებია.
რა აზრის ხარ BBL პროცედურაზე?
ლაქებთან ბრძოლაში BBL აპარატი არის იდეალური. მას აქვს იმპულსური სხივი, რომელიც კარგად მუშაობს ლაქებზე. პროცედურას ვიწყებთ გაახალგაზრდავებით პროგრამით, ასევე აქვს კაპილარებზე მუშაობის რეჟიმი, და რა თქმა უნდა, ებრძვის პიგმენტაციას. BBL-ს ეძახიან ფოტოშოპ პროცედურას. ხანგრძლივ შედეგებში უჯრედულ დონეზე აპარატი გაახალგაზრდავებას აკეთებს. რაც დადასტურებულია კვლევების დონეზე.
რას გვეტყვი აბლაციაზე?
ამ აპარატით ხდება კანის ზედაპირული შრეების აშრევება. ჯანსაღი რეგენერაცია ამ აპარატის პრეროგატივაა. არსებობს აბლაციური და არააბლაციური ფრაქციული ლაზერები. აპარატი კარგად მუშაობს პოსტ აკნე ლაქებზე, კანის რელიეფის გათანაბრებაზე.
ერთი რაც შემიძლია ვთქვა, აუცილებელია აპარატურული პროცედურები კომბინაციაში ჩატარდეს.