LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი?

80

გერმანიაში სტარტი აიღო ფრანქფურტის ავტოშოუმ. ეს არის ევროპაში უმსხვილესი საავტომობილო შოუ, რომელსაც ხშირად განიხილავენ როგორც გიგანტური საავტომობილო კომპანიების ღონისძიებას. სტენდებზე წარმოდგენილი მოდელები კი მხოლოდ ამის შემდეგ გავლენ სხვადასხვა ქვეყნების ბაზრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ავტომწარმოებელი, მათ შორის Alfa Romeo, DS, Fiat, Jeep, Nissan და Peugeot არ მონაწილეობს გამოფენაში, ავტოსალონი მაინც ძალიან საინტერესოა.

იაპონურმა კომპანია Aspark–მა ფრანქფურტში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი ჩაიყვანა. საუბარია ჰიპერქარ Aspark Owl–ზე, რომელიც 1000 ცხენის ძალიანი ელექტრომოწყობილობით არის აღჭურვილი. ავტომობილი ნულიდან ას კილომეტრს ორ წამზე ნაკლებ დროში ავითარებს.

ინჟინერებმა ელექტროქარზე მუშაობა სამი წლის წინ დაიწყეს. ავტომობილის სიმაღლე ერთ მეტრს არ აღემატება, დისკები კი მაგნიუმისგან არის დამზადებული და ძალიან მსუბუქია.

უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ როდის დაიწყება ელექტრო სუპერქარის წარმოება. სავარაუდოდ, იაპონელები სატრეკო მოდელს გამოუშვებენ და მას საერთო სარგებლობის გზებზე გადაადგილების უფლება არ ექნებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები