ფილიპინების ქალაქ მამასაპანოში შეიარაღებული კონფლიქტი ქორწილით დასრულდა. ამის შესახებ Inquirer.net იტყობინება.
კონფლიქტი პარასკევს, 1 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მოროს ისლამური განმათავისუფლებელი ფრონტის (MILF) მებრძოლის 15 წლის ქალიშვილი 21 წლის საყვარელთან ერთად გაიქცა. გოგონას მამამ, სუკორ გიმალონმა, ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდა მამაკაცის ნათესავებს, რომელიც ადგილობრივი უხუცესის, მოჰამად ტატაკის ძმა აღმოჩნდა.
ოჯახებს შორის მასობრივი სროლა რამდენიმე საათს გაგრძელდა, სანამ სამხედროები არ ჩაერივნენ. შედეგად, მეომარი მხარეები არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას, არამედ ახალგაზრდა წყვილის ქორწილის გამართაზეც შეთანხმდნენ. ზეიმის მთავარი სპონსორი მამასაპანოს მერი, დატუ აჰმად ამპატუანი იყო.
„ორივე მხარე შუღლის დასასრულებლად ქორწინებაზე დათანხმდა“, – განაცხადა მე-6 ქვეითი დივიზიის წარმომადგენელმა, პოდპოლკოვნიკმა როდინ ორბონმა. მისი თქმით, ეს შედეგი შესაძლებელი გახდა მუსლიმურ თემებში კონფლიქტების მოგვარების ტრადიციული მეთოდების წყალობით.