რომაელები მუზეუმებს მხოლოდ 5 ევროდ მოინახულებენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ შექმნას აბონიმენტი, რომელიც მხოლოდ ადგილობრივებისთვის იქნება განკუთვნილი და კულტურული ობიექტების მონახულება მათ ძალიან იაფად შეეძლებათ. იტალიელები მუზეუმების ღირებულების მცირე ნაწილს, მხოლოდ 5 ევროს გადაიხდიან, დანარჩენს კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან აანაზღაურებს. ხოლო, რაც შეეხებათ ტურისტებს, ბილეთების ღირებულება მათთვის უცვლელი დარჩება.