LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდინიო, კრიშტიანო, მესი: 11 შემთხვევა, როდესაც ფანები მეტოქეს უკრავდნენ ტაშს (ვიდეო)

184
rue7c0f250011

ერთხელაც ვუბრუნდებით ლეო მესის თამაშს „ბეტისთან“, სადაც არგენტინელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ადგილობრივ გულშემატკივრებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა – მათ ოვაცია მოუწყვეს ლეოს და მის სახელს ყვიროდნენ.

ფეხბურთის ისტორიაში ბევრი არ არის შემთხვევა, როდესაც ფანები მეტოქე გუნდის მოთამაშეს უკრავდნენ ტაშს, მაგრამ მაინც მოიძებნება.

დიეგო მარადონა: 1983, „სანტიაგო ბერნაბეუ“, რეალი-ბარსელონა 2:2

რამდენიმე სექტორი მარადონას ფეხზე წამოუდგა, როდესაც დიეგომ „ბარსას“ მეორე გოლი გაიტანა ესპანეთის თასის პირველ ფინალურ მატჩში.

რონალდო: 2003, „ოლდ ტრაფორდი“, მანჩესტერი-რეალი 4:3

საკულტო მატჩი და რონალდოს საკულტო ჰეთ-თრიქი. ბრაზილიელი 67-ე წუთზე გავიდა მოედნიდან, მას მთელი სტადიონი ტაშს უკრავდა.

რონალდინიო: 2005, „სანტიაგო ბერნაბეუ“, რეალი-ბარსელონა 0:3

კატალონიელებმა მიანგრიეს მეტოქე, რონიმ კი ორი ჯადოსნური გოლი გაიტანა. „რეალის“ ქომაგებმა აღიარეს, რომ ბრაზილიელი გენიოსია.

https://www.youtube.com/watch?v=0LlOUiDeidU

ალესანდრო დელ პიერო: 2008, „სანტიაგო ბერნაბეუ“, რეალი-იუვენტუსი 0:2

34 წლის დელ პიერომ შესაძლოა ბოლო ლეგენდარული მატჩი ითამაშა: დუბლი და ღირსეული გაცილება.

 

ლიონელ მესი: 2009, „ვისენტე კალდერონი“, ატლეტიკო-ბარსელონა 1:5

ახალგაზრდა მესის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა. ლეომ სამჯერ გაიტანა და მცველები დაამცირა. მეორე ტაიმში გვარდიოლამ ის შეცვალა, მადრიდულმა პუბლიკამ ტაშისკვრა არ დაინანა.

ანდრეს ინიესტა: 2010, „კორნელია ელ პრატი“, ესპანიოლი-ბარსელონა 1:5

2010 წლის მუნდიალის ფინალში გადამწყვეტი გოლის გატანის შემდეგ ინიესტამ მაისური გაიხადა და აჩვენა: „დანი ხარკე მუდამ ჩვენთან“. ხარკე „ესპანიოლში“ თამაშობდა და 2009 წელს გარდაიცვალა გულის შეტევისგან.

სტივენ ჯერარდი: 2015, „სტემფორდ ბრიჯი“, ჩელსი-ლივერპული 1:1

სტივი ბოლოჯერ გავიდა „სტემფორდ ბრიჯის“ მინდორზე. ლონდონელი გულშემატკივრები და ჟოზე მოურინიო „ლივერპულის’ კაპიტანს აპლოდისმენტებით აცილებდნენ.

ჩავი: 2015, „სან მამესი“, ატლეტიკი-ბარსელონა 2:5

დიდი ესპანელის ბოლო სეზონი – ბილბაოელები აფასებენ ლეგენდას.

 

ფრანჩესკო ტოტი: 2017, „სანტიაგო ბერნაბეუ“, რეალი-რომა 2:0

იმპერატორის ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე. ის მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა. მას ტაშს არა მარტო გულშემატკივრები, არამედ მოთამაშეებიც უკრავდნენ.

კრიშტიანო რონალდო: 2018, „იუვენტუს სთედიუმი“, იუვენტუსი-რეალი 0:3

ეს მომენტი ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს. „იუვე“ ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს რონალდოს მაკრატელა გოლის შემდეგ, მანაც მადლიერების ჟესტით უპასუხა. მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ეს ეპიზოდიც იქონიებდა გავლენას იმაზე, რომ დღეს კრიშტი „იუვეშია“.

ლიონელ მესი: 2019, „ბენიტო ვილიამარინი“, ბეტისი-ბარსელონა 1:4

კიდევ ერთხელ დატკბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები