LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ხანძრისგან დაზარალებულ მშობლიურ მხარეს ეხმარება

58

კრიშტიანო რონალდომ მადეირას ფინანსური დახმარება შეთავაზა. სუპერვარსკვლავის მშობლიური მხარე ძლიერი ხანძრისგან დაზარალდა.

პრესამ ზუსტად იცის, რომ ფეხბურთელმა გუბერნატორ მიგელ ალბუკერკეს დაურეკა, თუმცა ჟურნალისტებმა ის არ იციან, რამდენ დახარჯავს საუკეთესო ფეხბურთელი.

რონალდო მადეირაზეა დაბადებული და ბუნებრივია განიცდის მის ქვეყანაში დატრიალებულ კატასტროფას. ხანძარმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უამრავი ევაკუირებულია.

”დამძიმებული გულით ვუყურებ რაც ხდება. ყველას ვუსურვებ გამძლეობას და მადლობელი ვარ მეხანძრეების, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ სხვების გადასარჩენად. მე თქვენთან ვარ”, – დაწერა რონალდომ სოცქსელებში.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები