საფეხბურთო ობსერვატორია CIES-მა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატების ფეხბურთელების რეიტინგი განაახლა.
რეიტინგის შემქმნელებმა გაითვალისწინეს მოთამაშეების მაჩვენებლები, ასევე მათი ქმედებების ეფექტიანობა როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ დონეზე.
ტოპ 10 ასე გამოიყურება:
1. ჯორდან ჰენდერსონი (“ლივერპული”) – საშუალო რეიტინგი 93,0;
2. პრსნელ კიმპემბე (პსჟ) – 91,1;
3. ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”) – 91,1;
4. ჯეიდონ სანჩო (“ბორუსია”) – 90,7;
5. ჯერომ ბოატენგი (“ბაიერნი”) – 90,3;
6. მარკო ვერატი (პსჟ) – 90,3;
7. მუსა დიაბი (“ბაიერი”) – 90,3;
8. იოსიპ ილიჩიჩი (“ატალანტა”) – 90,1;
9. ლუკაშ პიშჩეკი (“ბორუსია”) – 90,0;
10. ანხელ დი მარია (პსჟ) – 89,9.
“იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო 27-ე ადგილზე აღმოჩნდა (რეიტინგი 86,9), “ბარსელონას” კაპიტანი ლეო მესი კი სულაც 52-ე (83,4).
ყველა ევროპული ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია.