LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ კორონავირუსი არ შეიმჩნია და ცარიელ ტრიბუნებს მიესალმა – ამბები მოკლედ

88
rue80a6ea9bcc

კრიშტიანო რონალდომ 1000 მატჩი ითამაშა კარიერაში.

კრიშტიანომ სერია ა-ში პირველად ვერ გაიტანა ნოემბრიდან. შეწყდა 11-მატჩიანი საგოლე სერია.

რონალდომ უმაყურებლობა არ შეიმჩნია, ის არარსებულ გულშემატკივრებს მიესალმა და გაუღიმა, როდესაც ავტობუსიდან სტადიონზე მიემართებოდა. უშუალოდ თამაშის დაწყების წინ კი ცარიელ ტრიბუნებსაც მიესალმა.

ანტონიო კონტე: “იუვენტუსი” იტალიაში უკვე 8 წელია დომინირებს. ჩვენი პროექტი კი 7 თვეა დაიწყო”.

“იუვენტუსი” არ უშვებს 5 საშინაო მატჩში “ინტერისგან”. ეს საუკეთესო სერიაა 21 წელიწადში.

 

“რეალმა” ბოლო 7 მატჩიდან 4 წააგო. აქამდე ორი მარცხი იყო 32 თამაშში.

ზიდანი “ბეტისთან” წაგებაზე: “ყველაზე ცუდი მატჩი სეზონში. არ დაგვიმსახურებია მოგება”.

ბენზემა ეტოსთან ერთად მე-5 ადგილს იყოს ლა ლიგაში ლეგიონერების მიერ გატანილი გოლების რაოდენობით.

ბენზემა “რეალში” გატანილი გოლებით მე-5 ადგილზე გადავიდა, ის თვით ფერენც პუშკაშს დაეწია.

ხოაკინმა (“ბეტისი”) ლა ლიგაში 544-ე მატჩი ჩაატარა და მესამე ადგილზე გადავიდა. წინ მხოლოდ სუბისარეტა და რაული არიან.

 

 

 

“მანჩესტერმა” ბოლო 10 წელიწადში პირველად მოუგო “სიტის” ჩემპიონატის ორივე თამაში.

“სიტიმ” პრემიერლიგის სეზონში მეშვიდედ წააგო. ეს გვარდიოლას ანტირეკორდია.

 

“დორტმუნდისა” და “შალკეს” შეხვედრა კორონავირუსის გამო შესაძლოა უმაყურებლოდ ჩატარდეს.

ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სა და “ბორუსიას” შეხვედრაც შესაძლებელია უმაყურებლოდ შედგეს. საფრანგეთში კორონავირუსის გამო მასობრივ ღონისძიებებს აკრძლავენ.

უეფამ ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპის ლიგაზე მატჩისწინა ხელის ჩამორთმევა გააუქმა. ბუნებრივია მიზეზი კორონავირუსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები