LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ მესის აჯობა: კრიშტიანოს პოსტმა ტყუპებზე ლაიქების რეკორდი მოხსნა

92
Screenshot 2021-10-31 122713

28 ოქტომბერს “მანჩესტერის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ინსტაგრამზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. პორტუგალიელმა აცნობა, რომ ის და მისი ცოლი ჯორჯინა როდრიგესი ტყუპებს ელოდებიან და ექოსკოპიის ფოტოც თან დაურთო.

რონალდოს ამ ამბავმა 28 მილიონამდე მოწონება დაიმსახურა და ამით ყველაზე დალაიქებული სპორტსმენი გახდა ინსტაგრამის ისტორიაში. აქამდე რეკორდი ლეო მესის ეკუთვნოდა, რომლის აგვისტოს პუბლიკაციამ პარიზში გადაბარგებაზე 22 მილიონი მოწონება დააგროვა.

ამასთან, რონალდოს ფოტო საჯარო პირებს შორის ყველაზე წარმატებული გახდა. მან მომღერალ არიანა გრანდეს კადრების კრებულს (26 მილიონზე მეტი მოწონება) და რეპერ XXXTentacion-ის სიცოცხლის ბოლო პოსტს (ასევე 26 მილიონზე მეტი) გადაასწრო.

ამ მომენტისთვის კრიშტიანო საერთო ლაიქებით მეორე ადგილზეა. ლიდერია – კვერცხის გამოსახულება ერთ-ერთ თემატურ ექაუნთზე (55 მილიონზე მეტი), აქამდე კი სუპერფეხბურთელს ჯერ ბევრი უკლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები