LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ ქალთა ნაკრებს ბუცები აჩუქა და გოგონებს ლამაზი წერილი დაუწერა (ვიდეო)

92
sem-titulo

კრიშტიანო რონალდომ 17 წლამდელთა პორტუგალიის გოგონათა ნაკრებს საჩუქარი გაუკეთა, რომელიც ევრო 2020-ის ელიტრაუნდში გავიდა. გოგონებმა „იუვეს“ ფორვარდისგან Mercurial ახალი ბუცები მიიღეს.

გოგონებმა რონალდოს მადლობა გადაუხადეს, ვიდეო გადაიღეს, ბუცები აჩვენეს და სინქრონულად დაიყვირეს Siiiii!

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. კრიშტიანომ გოგონებს გულზე რომ მოგხვდება ისეთი სამოტივაციო წერილი დაუწერა:

„გიგზავნით ამ Mercurial-ს იმ იმედით, რომ ისინი ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ. ბავშვობაში მქონდა უბრალო, მაგრამ გიჟური ოცნება. არა, ეს არ ყოფილა ოცნება, რომელსაც სიზმარში ხედავ. ეს იყო ისეთი ოცნება, რომელიც ღამე არ მეძინებდა.

მინდოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მთელი ცხოვრება ამ ოცნებას მივუძღვენი, ვვარჯიშობდი სპორტდარბაზში, მოედანზე, ვაკეთებდი ყველაფერ აუცილებელს მიზნის მისაღწევად. ამიტომ არის აუცილებელი გქონდეს ოცნება.

მე ავისრულე ოცნება და იმედი მაქვს თქვენც გააკეთებთ ამას. თუ მე შევძელი, ესე იგი თქვენც უნდა გამოგივიდეთ. გილოცავთ ელიტრაუნდში გასვლას. მოემართეთ მომდევნო გამარჯვებაზე“.

გოგონები ცალკე ოთახში შეგროვდნენ და ტექსტი პროექტორზე გაუშვეს. ერთ-ერთმა წერილი ხმამაღლა წაიკითხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები