LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა

70

რეალის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო: ”ჩემი სიტყვები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული”.

პორტუგალიელმა ”ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ გაკეთებული განცხადებისათვის პარტნიორებს ბოდიში მოუხადა.

”ჟურნალისტებმა მატჩის შემდეგ ჩემი განცხადება არასწორად გაიგეს, არ ვამბობ, რომ სხვებზე უკეთესი ვარ. ვიგულისხმე ფიზიკური კონდინციები და ტრამვები. ჩვენ, პეპეს, ბეილს, ბენზემას, მარსელოს ტრამვებთან ბევრი პრობლემა გვაქვს. ამან დაგვასუსტა და ჩვეულ დონეზე ვეღარ ვითამაშეთ. მე პატივს ვცემ პარტნიორებს და არ მსურდა მათი განაწყენება. მე სხვებზე უკეთესად თავს არ მივიჩნევ”, – ციტირებს რონალდოს AS.

Goal.com-ის ინფორმაციით, რონალდომ თანაკლუბელებს ვარჯიშზე მოუბოდიშა. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ არასწორად გამოხატა აზრი.

შაბათს ”რეალმა” ”ატლეტიკოსთან” 0:1 წააგო, მატჩის შემდეგ კი რონალდომ განაცხადა: ”რეალში” ყველა ჩემსავით რომ თამაშობდეს, პირველები ვიქნებოდითო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g