კრიშტიანო რონალდოს „ალ ნასრმა“ 7-მდე გაზარდა გამარჯვებათა სერია. 22 აგვისტოს შემდეგ „ალ ნასრმა“ 2-ჯერ მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგაზე და 5-ჯერ ჩემპიონატში. კრიშტიანო ამ დროში 9 გოლით გამოირჩა და პლუს 5 საგოლე პასიც მიაყოლა.
ამასწინათ კი თასის მატჩი ჩატარდა, რომელიც რონალდომ გამოტოვა, სამაგიეროდ მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში – პორტუგალიელი შეიხის იერით წარდგა.