მარია დოლორეს ავეირუ, „მანჩესტერისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს დედა, რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა.
ავეირუ პანტიფიკს ვატიკანში გენერალურ აუდიენციაზე შეხვდა. მან პაპს ეროვნული გუნდის მაისური უსახსოვრა, ბუნებრივია მაისური კრიშტიანოსია.
„უნიკალური ემოციები, მადლობა“ – დაწერა ავეირუმ.