LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს უკვე ოთხი ოქროოს ბუცი აქვს

20

რონალდოს ორი წყვილი ოქროს ბუცი აქვს.
პორტუგალიელი სუპერბიჭუნა (ისე, რაღა ბიჭუნა) მორიგი, უკვე კარგად ნაცნობი ჯილდოს მფლობელი გახდა.

რონალდო პირველი ფეხბურთელია დედამიწის ზურგზე, რომელიც მეოთხედ გახდა ევროპის საუკეთესო საკლუბო ბომბარდირი. გასულ სეზონში კრისტიანომ „რეალში“ 48 გოლს მოუყარა თავი და პრესტიჟული „ოქროს ბუცი“ კლუბის პრეზიდენტის ხელიდან მიიღო.

ამრიგად, რონალდოს მთელი ორი წყვილი ოქროს ფეხსაცმელი მოუგროვდა, თუმცა ოთხივე მხოლოდ ერთ ფეხზე თუ წავა, მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი მაინც ბედნიერია და როგორც ასეთ დროს ზრდილობას შეშვენის, მანაც მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც ეხმარებოდნენ გოლების გატანაში.

„რას გავაკეთებდი ჩემი გუნდის გარეშე? ყველა პრიზი რაც კი მიმიღია, ყველას ერთად დამსახურებაა. რასაც ვაკეთებთ, ამას ერთი მიზანი აქვს – გავხდეთ ევროპის საუკეთესო კლუბი“, – თქვა „ოქროს ბუცების“ კოლექციოენრმა.

ამ ოთხიდან სამი რონალდომ „რეალში“ თამაშისას მოიპოვა.
მიუხედავად ასეთი წარმატებისა, რონალდო გაჩერებას არ აპირებს და ეს გასაგებიცაა, ბოლო-ბოლო მისი მთავარი გამოწვევა ლიონელ მესი ძალიან ახლოსაა, რომელსაც სამი „ოქროს ბუცი“ აქვს.

ევროპის საუკეთესო ბომბარდირს პრიზს 1968 წლიდან გადასცემენ. ამ დროში „ოქროს ბუცი“ 33 ფეხბურთელს მოუპოვებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები