LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რთულია, როცა დასრულებაზე არ ფიქრობ და სრულდება, როცა ექვსწლიანი ურთიერთობაა, რთულია თამამად თქვა, რომ დავშორდით“ – რას ამბობს თამო ვაშალომიძე მეუღლესთან დაშორებაზე

286
თამო ვაშალომიძე

TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ სტუმარია.

თამომ პირადზე საუბრისას აღნიშნა, რომ მეუღლეს რამენიმე თვის წინ დაშორდა.

„ამ თემაზე ჩემთვის ძალიან რთულია საუბარი. არ ვიყავი მზად ამ სიტყვებისთვის, მაგრამ მე და აკა დავშორდით. ბევრი ადამიანი მეკითხებოდა, აკა ჩემ ვიდეოებში რატომ არ ჩანდა. ახლა ვიტყვი საბოლოოდ, რამდენიმე თვეა დაშორებულები ვართ. ჩემი ტვინის რაღაც ნაწილს იმდენად არ ჰქონდა დასრულებული ეს ურთიერთობა, რომ არ ვიყავი მზად ამ სიტყვებისთვის.

როცა ორი შვილი გყავს, როცა ექვსწლიანი ურთიერთობაა, რთულია თქვა თამამად, რომ დავშორდით. ახლა მართლა წერტილი დაესვა ყველაფერს. ძალიან რთული იყო. რთულია, როცა დასრულებაზე არ ფიქრობ და სრულდება. ძალიან რთული დღეები გავიარე. კიდევ კარგი მყავს ბავშვები, დავდივარ ამ ფესტივალებზე და TAMO’S SKIN განვითარებაზე ვარ გადართული. მეგობრების გარეშე არ ვიცი, როგორ გადავიტანდი ამ ყველაფერს. არ მინდა დეტალებზე საუბარი. ორივეს მხრიდან ყველაფერი დასრულებულია“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.

ცნობისთვის, ყოფილი მოდელი და TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე მილანის მოდის კვირეულზე იმყოფება. მისი მომავალი გეგმები სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება.

ვიდეო: „ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი მესიჯებისთვის, გვერდში დგომისთვის, უდიდესი ძალაა ქალბატონებო თქვენგან ჩემ მიმართ, ზუსტად თქვენ ხართ მოტივაცია და ძალა, მიყვარხართ“ – თამო ვაშალომიძე

„ურთულეს, ჯოჯოხეთურ გზას გავდივარ მარტის მერე“- თამო ვაშალომიძე გამომწერებს თხოვნით მიმართავს

ვიდეო: „მატილდა რომ გამოჩნდა, ფეხზე წამოვდექი და მინდოდა ჩავხუტებოდი“ – ორი ქართველი მილანის მოდის კვირეულზე – რა კადრებს აზიარებს თამო ვაშალომიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g