LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთის მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობს

31

წიგნისა და განათლების პოპულარიზაციისთვის, რუმინეთის მთავრობამ ძალიან ჭკვიანურ ხერხს მიმართა: მოსახლეობას მოუწოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში წაეკითხათ ნებისმიერი სახის წიგნი, გადაეღოთ სურათი და აეტვირთათ საკუთარი ფეისბუქის მთავარ გვერდზე.

 

თითოეულმა მოქალაქემ, რომელმაც ეს მოთხოვნა შეასრულა, მიიღო ფასდაკლების ბარათი, რითაც 1 კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრა. როგორც რუმინეთის მთავრობა იუწყება, ასეთი სახის წამახალისებელი „გათამაშებები“ პერმანენტულად გაიმართება და ხელს შეუწყობს არა მარტო წიგნისა და განათლების პოპულარიზაციას, არამედ სხვა ისეთ დარგებსაც, რომლებსაც გვერდით დგომა და დახმარება სჭირდება.

 

საინტერესო იქნება ასეთი „გათამაშება“ საქართველოშიც თუ ჩატარდება,  ბევრს ალბათ წიგნის კითხვა ძალიან შეუყვარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები