LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები ძირითადად თბილისის ცენტრალურ უბნებში ეძებენ საცხოვრებელს: მათ სულ მცირე $600-700-ის გადახდა უწევთ

397
pasporti

„დღეს უძრავი ქონების შეძენაზე მეტი მოთხოვნა, ბინის დაქირავებაზე მოდის. რუსები ძირითადად 6 თვით, თბილისის ცენტრალურ უბნებში, მათ შორის: ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდის, ვერა და სოლოლაკის ტერიტორიაზე ეძებენ საცხოვრებელს“, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა, ბესიკ ქავთარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად მოთხოვნისა, საქართველოში 10-დან 7 მოქალაქე უარს ამბობს კონკრეტულად რუს მოქალაქეს მიჰყიდოს, ან მიაქირავოს ბინა.

როგორც ბესიკ ქავთარაძე განმარტავს, ქვეყანაში უმეტესად 30-35 წლამდე დისტანციურად დასაქმებულები შემოდიან და არავინ იცის, თუ რამდენ ხანს აპირებენ გაჩერებას.

„არც ის ვიცით, თუ საიდან აქვთ ამ ადამიანებს ფული, რომ საქართველოში უძრავი ქონება იყიდონ, ან თუნდაც იქირაონ, რადგან ქირის ფასიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, დაახლოებით 30%-ით, შესაბამისად, სულ მცირე $600-700-ის გადახდა უწევთ,” – განაცხადა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა „საქმიან დილაში“.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაიწყო, საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g