მარიუპოლის რაიონში დამპყრობლები უკრაინელ მოხალისეებს და ჩინოვნიკებს აკავებენ და ესვრიან – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„ყველა მათგანმა უარი თქვა კოლაბორანტები და საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.
როგორც მედია იუწყება, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ სასამართლომ აზოვის ერთ-ერთი დასახლების ხელმძღვანელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ერთი საჯარო მოსამსახურე კი დახვრიტა.
ასევე იელენოვკას ციხეში არის რამდენიმე ათეული მოხალისე, რომლებიც მარტ-აპრილში მარიუპოლის მცხოვრებლების ევაკუაციაში დაეხმარნენ და დაბლოკილ ქალაქში საკვებისა და წყლის მიწოდებას ცდილობდნენ.
„რესპუბლიკის“ განაჩენს ელოდება უკრაინელი მოსამართლე, რომელმაც სეპარატიზმთან დაკავშირებით რამდენიმე გახმაურებული საქმე განიხილა. არსებობს ცნობები მის მიმართ წამების გამოყენების შესახებ.
რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია: ზელენსკი