ზაპოროჟიეს საკრებულოს წევრი, ანატოლი კურტაევის ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
„ამ ღამეს რაშისტებმა ისევ მოუტანეს უბედურება ჩვენს ქალაქს. მტრის დაბომბვამ გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენობა და წინასწარი მონაცემებით, სამწუხაროდ, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“, – წერს კურატევი Telegram-ზე.