უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა.
„მოვუწოდებ ევროკავშირისა და G7-ის ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა. პრეზიდენტი ზელენსკი სავსებით მართებულად მოითხოვს ამას დაჟინებით. რუსები, ძირითადად, მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ ომს. მათ უფლება უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთაზე, ვიდრე არ ისწავლიან პატივისცემას“ , – დაწერა დმიტრო კულებამ Twitter-ზე.