LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ამბობს: „იქ ჩვენი მოქალაქეები არიან“, რაც საქართველოში ომამდე გვესმოდა

150
elchenko

რუსეთი გადავიდა რევანშისტულ ლოზუნგზე – „იქ ჩვენი მოქალაქეები არიან“, რაც ერთხელ საქართველოში ომამდე უკვე გვესმოდა, – ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის ელჩმა, ვლადიმერ ელჩენკომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დონბასის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას განიხილავდნენ.

„გადავიდნენ რევანშისტულ ლოზუნგზე: „იქ ჩვენი მოქალაქეები არიან“. ჩვენ ეს გვესმოდა საქართველოში ომამდე. ვიცით რა მოჰყვება ასეთ ლოზუნგებს“, – განაცხადა გაერო-ში უკრაინის ელჩმა.

ვლადიმერ ელჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიტუაციას რუსეთზე საერთაშორისო წნეხის განხორციელება შეცვლის.

„ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს რუსეთისთვის დაწესებული სასანქციო რეჟიმის გამკაცრება. მხოლოდ ეს აიძულებს რუსეთს შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, – დასძინა მან.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები