რუსეთის თავდაცვის უწყება ამტკიცებს, რომ ბალაკლეასა და იზიუმის რაიონებში განლაგებული რუსული ჯარები გადაჯგუფდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონა შენ კოვმა განაცხადა, რომ ბალაკლეასა და იზიუმის რაიონებში განლაგებული რუსული ჯარები დონეცკის მიმართულებით გადანაწილდნენ.
“დონბასის განთავისუფლების სპეცოპერაციის დასახული მიზნების მისაღწევად, მიღებულია გადაწყვეტილება ბალაკლეისა და იზიუმის რაიონებში განლაგებული რუსული ჯარების გადაჯგუფების შესახებ, რათა დონეცკის მიმართულებით ძალისხმევა გააძლიერონ “, – განაცხადა კონაშენკოვმა.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის არმიის სამხედროებისგან ქალაქ კუპიანსკის განთავისუფლების შესახებ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი კი ამბობს, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე თუნდაც მცირე გამარჯვების შემდეგ, რუსები გაქცევას დაიწყებენ.
პოდოლიაკი: „რუსული გაზაფხული?“ არა.. ფანტასტიკური უკრაინული შემოდგომა