LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ასეთი იზოლირებული და დასუსტებული ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა, ამ შესაძლებლობის არ გამოყენება იქნება დანაშაული – ქადაგიძე

155
ipiccy_image

რუსეთი ასეთი იზოლირებული და დასუსტებული ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა, ამ შესაძლებლობის არ გამოყენება იქნება დანაშაული, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს. ის საქართველოსთვის ამ სიტუაციაში კრიზისიდან გამოსვლის გზებზეც საუბრობს.

„რა არის საქართველოსთვის ამ სიტუაციაში კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი შესაძლებლობა? პასუხი ისევ უცვლელია: რიგგარეშე არჩევნები და ოლიგარქიის ჩანაცვლება ევროპული ტიპის ფართო კოალიციით, სადაც ყველა ჯგუფს ეყოლება თავის ინტერესების წარმომადგენელი.

მხოლოდ ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება დაასრულებს სიძულვილს, გააერთიანებს ქვეყანას და მსოფლიოს უჩვენებს რომ დასავლური ოჯახის სრულუფლებიანი წევრობის ღირსი ვართ.

რუსეთი ასეთი იზოლირებული და დასუსტებული ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა. ამ შესაძლებლობის არ გამოყენება იქნება დანაშაული ბევრი თაობის წინაშე“, – ამბობს გიორგი ქადაგიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g