რუსეთი ბელარუსში დაახლოებით 170 ტანკს, 200-მდე საბრძოლო ჯავშან-მანქანასა და 100-მდე საარტილერიო დანადგარსა და ყუმბარმტყორცნებს გაგზავნის.
ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ვალერი რევენკო ავრცელებს. რევენკოს თქმით, ბელარუსში 9 000 რუსი სამხედრო ჩავა.
„რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკისთვის, რომლებიც მოკავშირე სახელმწიფოები არიან უსაფრთხოების საფრთხედ განიხილება შემდეგი:
NATO-ს ჯგუფის განლაგება ორი ქვეყნის საზღვრებთან დიალოგის ნაკლებობის ფონზე, ასევე NATO-ს აქტივობის გაზრდა და ბელარუსი რადიკალების წაქეზება, ლეგიტიმური ხელისუფლების დასამხობად.“– განაცხადა ვალერი რევენკომ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროების პირველი ნაკადი უკვე ბელარუსში იმყოფება და მათ გადანაწილებას რამდენიმე დღე დასჭირდება.
ლუკაშენკო: პუტინთან საზღვარზე ძალების განთავსებაზე შევთანხმდი
ლუკაშენკო: უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას „გეგმავს“