„РИА Новости“-ის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მან და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიაღწიეს შეთანხმებას „სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვარზე რეგიონული ძალების განთავრების შესახებ“:
„სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვარზე ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგზავნოთ ერთობლივი, რუსული და ბელორუსული რეგიონული ძალები.“– განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
დასავლეთ საზღვარში, ბელორუსის ლიდერი სავარაუდოდ, ბელარუსი-პოლონეთის სახელმწიფო საზღვარს გულისხმობს.
სპეცოპერაციაში ვმონაწილეობთ, მაგრამ არავის ვკლავთ – ლუკაშენკო
ცნობისთვის, ბელარუსსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მოეწერა, შეთანხმების ცალკეული მუხლების რატიფიცირება კვლავ გრძელდება.