რუსეთი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნებს მართავს.
ოფიციალური ინფორმაციით, იმიტირებულ სამხედრო მოქმედებებში ჩართულია რუსეთის სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვა ტიპის შეიარაღება.
ცხინვალში, სპეციალური ტაქტიკური სწავლების დროს, სამხედრო ოლქის (SMD) სპეცდანიშნულების რაზმის სამხედროებმა იმიტირებული დივერსანტები გაანადგურეს, რომლებიც საავადმყოფოს აღებას ცდილობდნენ.
სპეცდანიშნულების რაზმებმა ჩაატარეს ტერიტორიის დაზვერვა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით და მოიპოვეს საჭირო მონაცემები პირობითი „ბანდიტური“ ფორმირების პოზიციების შესახებ.
რუსული მედიის ცნობით, სამხედროებმა ასევე ჩაახშვეს ცეცხლსასროლი პუნქტები, დაბლოკეს და გაანეიტრალეს რიცხობრივად აღმატებული იმიტირებული მტერი.
ასევე, სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედროებმა ასაფეთქებელი ობიექტების გასუფთავება და დაჭრილი კოლეგის ევაკუაცია შეიმუშავეს.
საბრძოლო პირობების შესაქმნელად გამოიყენეს იმიტაციის იარაღები, კვამლი და ცარიელი საბრძოლო მასალა.
რუსეთი მის სამხრეთ ოლქის არსებულ ბაზებზე – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორიებზე, სამხედრო წვრთნებს პერიოდულად ატარებს.