LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, რატომ მიგყავთ ჩვენი შვილები?“ – დაღესტანში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

50
_126844731_dag

დაღესტანში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. როგორც BBC იუწყება, პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ელექტროშოკებსა და ხელკეტებს იყენებენ.

დაპირისპირება მოხდა დაღესტანში გამართულ კიდევ ერთ აქციაზე, რომლებიც ქალების მიერ იყო ორგანიზებული. აქციაზე უკრაინასთან ომი საჯაროდ დაგმეს.

„რუსეთი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეა. რატომ მიგყავთ ჩვენი შვილები? ვინ დაგვესხა თავს? რუსეთს დაესხნენ თავს? ისინი არ მოსულან ჩვენთან, ჩვენ ვესხმით უკრაინას თავს. რუსეთი დაესხა თავს უკრაინას. შეაჩერეთ ომი“, – აცხადებდნენ ქალების აქციაზე.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის რეგიონებს შორის ყველაზე მეტად დაღესტანი დაზარალდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g