LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი Mercedes-ის გარეშე რჩება – გერმანული ბრენდი ოკუპანტი ქვეყნიდან საბოლოოდ გადის

70
მერსედესი

ავტომობილების მწარმოებელი გერმანული კომპანია Mercedes-Benz-ი რუსეთის ბაზრიდან საბოლოოდ გადის.

კომპანიის ცნობით, Merdeces-ის აქტივებს რუსული კომპანია Avtodom-ი შეიძენს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სადილეროებს ფლობს.

ცნობისათვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო კომპანიამ პროტესტის ნიშნად, მარტში ქვეყნის მასშტაბით ახალი ავტომობილების გაყიდვა შეაჩერა.

რუსეთში ბიზნესის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო იაპონურმა Nissan-მა და ფრანგულმა Renault-მაც.

გარდა ამისა თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართო მასშტაბის აგრესიის დაწყების შემდეგ, ათასზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ შეწყვიტა ან შეაჩერა რუსეთში საქმიანობა, 320 კომპანიამ კი მთლიანად დატოვა რუსეთის ბაზარი.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები