LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი მსოფლიო აღარ არის: რუსები ყველაფრიდან მოკვეთეს – ოლიმპიადიდან, ფეხბურთიდან, ჰოკეიდან…

49
755125003535785

რუსეთი ყველაფრიდან მოკვეთეს და ცხადია ღირსებიც არიან.

გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც. ოლიმპიური კომიტეტი აღნიშნავს, რომ ოლიმპიური მოძრაობის მიზანია მშვიდობა და ყველა სპორტსმენის უსაფრთხოება.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი ამ გადაწვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს. რუსი სპორტსმენების გარდა, ოლიმპიადიდან მოიკვეთნენ, ბელარუსი სპორტსმენებიც. მოგეხსენებათ, ბელარუსიც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთს და ბელარუსს გაუუქმდება კველა აკრედიტაცია პეკინის პარალიმპიურ თამაშებზე, რომელიც 4 დღეში უნდა დაიწყოს.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უმაღლესი ოლიმპიური წოდება შეუჩერა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც.

ოლიმპიადის გარდა, რუსები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვერც 2022 წლის ყატარის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე და რუსული კლუბები ვერც ევროტურნირებზე ითამაშებენ.

რუსული კლუბები მოიხსნენ საკალათბურთო ევროლიგის გათამაშებიდანაც: ცსკა, “უნიქსი” და “ზენიტი” ევროლიგას, ყუბანის “ლოკომოტივი” კი ამიერიდან ევროთასს ვეღარ ითამაშებენ.

რუსებს საყვარელი შაიბაც წაართვეს და რუსეთის ჰოკეის ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა აუკრძალეს.

რუსეთს წევრობა შეუჩერა მსოფლიო რაგბიმაც და რუსეთს და ბელარუსის ნაკრებს მათი ეგიდით ჩატარებულ ყველა ტურნირზე გამოსვლა აუკრძალა.

წუხელ უეფამ და ფიფამ ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა რუსეთს სანქციები კიდევ უფრო გაუმკაცრეს.

თავიდან რუსებს ეროვნული სიმბოლიკის – დროშის, გერბისა და ჰიმნის გამოყენება აეკრძალათ, მაგრამ ფიფა მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს სხვადასხვა საფეხბურთო ფედერაციებთან და საბოლოოდ გადაწყვეტილებაც მიიღო: რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებს ეროვნული სიმბოლიკის გამოყენება კი არა, ფიფასა და უეფას ეგიდით ჩატარებულ ყველა სანაკრებო თუ საკლუბო ტურნირზე ასპარეზობა აეკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები