LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს – კარასინი

74
airplane-flights

რუსეთი მზად არის საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი აცხადებს, ინფორმაციას კი რუსული სააგენტო TASS ავრცელებს.

„მზად ვართ ეს საკითხი განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი მოგვარდება”, – აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს უახლოეს თვეებში შეხვდება.

შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა ოფიციალურად 2019 წლის 8 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის (20 ივნისი) შემდეგ შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g