LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან მხოლოდ 10 კომპანიის გასვლით 120 ათასზე მეტმა რუსმა სამსახური დაკარგა

128
unemployment in RF

რუსეთში უმუშევრობის მაჩვენებელი იზრდება. ოკუპანტ ქვეყანას, ყოველდღიურად, სულ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია ტოვებს, შესაბამისად, იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სამსახურს კარგავენ.

უცხოურ მედიაში ვრცელდება ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც რუსეთიდან ბოლო დღეებში მხოლოდ 10 ბრენდის გასვლის შედეგებს ასახავს. ინფორმაცია 9 მარტით თარიღდება, საიდანაც ვიგებთ, რომ 6-დან 9 მარტამდე პერიოდში, ანუ მხოლოდ 3 დღეში, აგრესორ ქვეყანაში სამსახური 120 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა. ეს შედეგი რუსეთიდან „მაკდონალდსის“, „პეპსის“, „იკეას“ და კიდევ 7 უმსხვილესი ბრენდის გასვლას მოჰყვა. ჯამურად, დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებიდან დღემდე, რუსეთში უმუშევრად დარჩენილთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ყველაზე დიდმა და გავლენიანმა ბრენდებმა რუსული ბაზარი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

Welcome to СССР – კიდევ 12 ცნობილი კომპანია, რომელმაც რუსეთის დატოვება ბოლო 2 დღეში გადაწყვიტა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g