LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 62.41%-ით შემცირდა

116
ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 242.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით ნაკლებია 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად, გზავნილების კლება რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების 62.41%-ით შემცირებას უკავშირდება. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხულმა თანხამ 25.46 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სანაცვლოდ, ფულადი გზავნილები გაზრდილია აშშ-დან (47.31 მლნ აშშ დოლარი) და იტალიიდან (46.16 მლნ აშშ დოლარი). აღნიშნული ქვეყნებიდან თანხებს, ძირითადად, საქართველოდან ემიგრირებული პირები გზავნიან.

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 28.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.4%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g