LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დუმამ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

225
1556344458_0_0_3072_1728_600x0_80_0_0_f8b5eadc08e7eadf2346ed1c13850b76

რუსეთის დუმამ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დადგენილებას მხარი დაუჭირა – ინფორმაცია რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე და მედიაში გავრცელდა. 

ნიკა გვარამიასთვის მიუღებელია, რომ გაბუნიამ პუტინს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა

"არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში"

ამ წინადადებით, დუმა მთავრობას ურჩევს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების შემოღებას მხარი დაუჭიროს და ეს შეთავაზება ვლადიმირ პუტინს გადაუგზავნოს.

რუსეთის პრეზიდენტამდე, მთავრობა დუმის გადაწყვეტილებას ბიზნესმენებთან და ექსპერტებთან განიხილავს.

გაბუნიამ რუსეთს აქილევსის ქუსლი აპოვნინა – რა უფრო საშიშია: ჟურნალისტის მონოლოგი თუ ხელისუფლების რეაქცია

შეგახსენებთ, 8 ივლისს რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს.

რუსი დეპუტატების ეს ინიციატივა, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ გაბუნიას მონოლოგს მოჰყვა. თუმცა, მანამდე გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით დაწყებული პროცესების გამო, პუტინის ბრძანებით, რუსეთ-საქართველოს შორის, პირდაპირი ფრენები შეწყდა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც სხვებთან ერთად რუსეთსაც მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g