LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას! – სალომე ზურაბიშვილმა ყველას შერიგებისკენ მოუწოდა

425
salomezuraba

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართულ ყველა ძალას, რუსეთს და საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს მიმართა. 

რუსები ქართული ღვინის, წყლისა და ფულადი გზავნილების აკრძალვაზე იმსჯელებენ

სერგეი ნევეროვი განმარტავს, რომ მიზეზი საქართველოში არსებული "რუსოფობიური განწყობებია".

პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, არ აყვეს რადიკალური ძალების მიერ წამოწყებულ პროვოკაციებს.

„მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აყვეს ესკალაციაც. პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, რადიკალური ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს.

მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ – მე თქვენი პრეზიდენტი ვარ. ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე, პოლიტიკურ ძალებს მიმართა, საკუთარი მოთხოვნები არჩევნებზე დააყენონ, დიალოგისთვის კი პრეზიდენტის პლატფორმა გამოიყენონ. 

რუსეთის საგარეო უწყებამ გაბუნიას გინებაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მოიწონა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება იმ "სამართლიან პროტესტს", რომელიც რუსთავი 2-ის შემთხვევამ გამოიწვია.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვის გარანტი და დამცველი, შეგახსენებთ, რომ თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან.

“ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები და პოლიტიკური გემოვნება. ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე. არ უნდა დავუშვათ, რომ პროვოკაციებით, გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დესტაბილიზაცია.

მინდა ყველას, შიგნით და გარეთ, მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ.

მივმართავ იმ ძალებს, რომელიც ქვეყნის მთავარ მონაპოვარს – სტაბილურობას, საფრთხის ქვეშ აყენებს, პოლიტიკური ინტერესების გამო – ეს პატრიოტიზმი არ არის.

მივმართავთ მათ, ვინც ამით აზარალებს ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკას: პატრიოტიზმი სწორედ მოქალაქეებზე ზრუნვაა.

ყველას მოგიწოდებთ, თქვენი მოთხოვნები მშვიდობიანი არჩევნების გზით დააყენოთ.

ჩემი მხრიდან, არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ. ცოტა ხნის წინ, ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა შემოგთავაზეთ, ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს,“ – თქვა მან და ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებსაც მიმართა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და ეს ტრადიცია არ დაირღვევა.

ნახეთ ასევე: ჩვენ ამას გავუმკლავდებით – რუსებს პუტინის გინება ეწყინათ, თუმცა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები