„საქართველოში ვნებები მძვინვარებს... ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, ვალდებულია მიიღოს კანონი „უცხოური აგენტების“ შესახებ – ვინც ეწინააღმდეგებიან, აშკარად სხვა სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებენ“, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდიმა telegram არხზე გამოაქვეყნა.
ამასთანავე, რუსეთის დუმის თავმჯდომარე წერს, რომ ეს კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნები „გარე ჩარევებისგან“ დაზღვეულნი იყვნენ. ვოლოდინს მაგალითად უნგრეთი და ყირგიზეთი მოჰყავს, სადაც მისი თქმით, „აგენტების“ კანონი ახლახან მიიღეს.
„ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აიკრძალოს გარე ჩარევა შიდა საქმეებში.
ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან კანონის მიღებას, აშკარად მოქმედებენ სხვა სახელმწიფოს ინტერესებით, რა თქმა უნდა, არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
ასევე ნახეთკონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კანონპროექტის არსსა და მისი მიღებით გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე საუბრობს
დღეს, შეერთებული შტატების გარდა, უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობა ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ უფრო ლიბერალური, ვიდრე ამერიკული, მოქმედებს ბრიტანეთში, ისრაელში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში.
რუსეთში, სხვათა შორის, კანონი 2012 წელს მიიღეს. ვაშინგტონისა და ბრიუსელის ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, კანონები ახლახან მიიღეს უნგრეთსა და ყირგიზეთშიც“. – წერს რუსეთის დუმის თავმჯდომარე.