ჟელეზნოგორსკისა და ლგოვის ეპისკოპოსი ბენიამინი, კორონავირუსით ინფიცირების შედეგად 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადასტურებენ რუსეთის საპატრიარქოშიც. რუსული გამოცემის ცნობით, ეპისკოპოსმა ბოლოს წირვა 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე აღასრულა.
ეპისკოპოსი ბენიამინი კურსკის ოლქის საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, შემდეგ მდგომარეობის გართულების გამო რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 80 949 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც მათივე ცნობით, 747 ადამიანი გარდაიცვალა, 6 767 კი გამოჯანმრთელდა.