გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა იღუმენი პლატონი მოკლეს. მომხდარს ეხმიანება სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი და “პუტინის თაყვანისმცემელებს” მიმართავს.
“რუსეთის მეხოტბეებო, ქრისტეს გამყიდველებო და პუტინის თაყვანისმცემლებო, ფულზე, სკამზე, ხელფასზე, პატივსა და დიდებაზე გაყიდულო მონებო, დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, რუსებმა ეს სასულიერო პირი მოკლეს…
იზეიმეთ მართლმადიდებლობა… გუნდრუკი უკმიეთ პუტინის რუსეთს!…
ასე რამ გაგიქვავათ გული. ასე რამ დაგაბრმავათ… ასე რამ დაგაყრუათ, რომ უსამართლოდ დახოცილი პატარების გოდება არ გესმით… ასე როგორ გაგიჟდით, ანტიქრისტეს მართლმადიდებლობის დამცველს რომ უწოდებთ!..
გეშინოდეთ ღვთის სასჯელის!..”, – წერს პეტრე კოლხი.