LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის პატრიარქი შესაძლოა საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს – კირილის გასამართლებას მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული 250-მდე მღვდელი ითხოვს

89
BeFunky-collage (9)

რუსეთის პატრიარქს მოუწევს, რომ საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს – ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Nexta საკუთარ ტელეგრამის არხზე ავრცელებს.

დეკანოზი ანდრეი პინჩუკი „ფეისბუკში“ აქვეყნებს განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 250-მდე მღვდელმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის საერთაშორისო საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგენა მოითხოვა.

მისივე თქმით, უკრაინელმა მღვდლებმა სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს პატრიარქ კირილის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომის მხარდაჭერის გამო.

 

მანვე აღნიშნა, რომ პატრიარქმა უგულებელყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდებები ომის წინააღმდეგ და 13 მარტს ღვთისმშობლის ხატი გადასცა რუსეთის ეროვნული გვარდიის მთავარსარდალ ვიქტორ ზოლოტოვს.

„მართლმადიდებელ ეკლესიაში მრავალი საუკუნის მანძილზე არსებობდა ტრადიცია, რომ სერიოზული კონფლიქტების შემთხვევაში ასეთი საბჭოს სასამართლოს მიმართონ. აღმოსავლეთის პატრიარქთა საბჭომ არაერთხელ განიხილა სარჩელი ეკლესიის უმაღლესი პირები წინააღმდეგ“, — განაცხადა პინჩუკმა.

 

 

 

magti 5g