LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ქმედებებმა აღმოსავლეთ უკრაინასა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია: ჟოზეფ ბორელი

131
ჟოსეფ ჯოსეფ ჟოსებ ბორელი ბორელლი ლადო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებებმა, კერძოდ ყირიმის უკანონო ანექსიამ, მისმა როლმა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში, ისევე როგორც მისმა ქმედებებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, დნესტრისპირეთის რეგიონში და ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერაში, ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია.

მისი განცხადებით, დღეს ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და ნატოს აქვს მთავარი როლი ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფაში.

„სულ ახლახანს, რუსეთის სამხედრო ძალების ზრდამ უკრაინის საზღვრებთან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში შექმნა ახალი საფრთხეები და შეჭრის შიში. ევროკავშირი ერთგულია ევროპის უსაფრთხოების მიმართ, რომელიც ეფუძნება ეროვნული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ძირითად პრინციპებზე. დღეს ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშა.

პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ევროკავშირმა გარკვევით მიანიშნა, რომ მკაცრად უპასუხებს უკრაინის სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას. ამავდროულად, ევროკავშირს მიაჩნია, რომ დიალოგი, მოლაპარაკება და თანამშრომლობა ერთადერთი საშუალებაა დავების დასაძლევად და მშვიდობის დასამყარებლად. ევროპაში უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი რეალური დისკუსია უნდა ეფუძნებოდეს და აძლიერებდეს ეუთოს და გაეროს ვალდებულებებს, რომელიც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნამდვილი საყრდენია, და არ გამოიწვიოს მათი ეროზია. ასეთი დისკუსია უნდა იყოს ინკლუზიური და ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს. ევროკავშირი ითანამშრომლებს როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ნატოსთან, რათა უზრუნველყოს ინტერესების წარდგენა ევროპის უსაფრთხოების შესახებ რუსეთთან ნებისმიერ შესაძლო დისკუსიაში.

ნატოს შეთავაზება ნატო-რუსეთის საბჭოს გამართვის შესახებ ევროპული უსაფრთხოების ხელშეკრულებების პროექტების საპასუხოდ, რომელიც რუსეთმა გასულ კვირას გამოაქვეყნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ნატოს აქვს მთავარი როლი ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფაში. ევროკავშირს სურს ითანამშრომლოს მოკავშირეებთან, ისევე როგორც მის პარტნიორებთან, ჩვენს კონტინენტზე არსებული უსაფრთხოების სიტუაციის გადასაჭრელად,“- აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g