LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის სასამართლომ ნავალნის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

92
ფდბჰტ

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 9 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ნავალნის ასევე დაეკისრა ჯარიმის გადახდა 1,2 მილიონი რუბლის ოდენობით.

პროკურატურა ნავალნისთვისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთას იითხოვდა.

რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ორი ახალი საქმის განხილვა 15 თებერვალს დაიწყო. ნავალნის თაღლითობსა  და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. სასამართლო პროცესი პოკროვის კოლონიაში მიმდინარეობდა, სადაც ოპოზიციონერი “ივ როშეს” საქმეზე სასჯელს იხდის.

“ივ როშეს” საქმეზე ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგ ნავალნი 2014 წელს დამნაშავედ ცნეს თაღლითობის მუხლით. გამოძიების ვერსიით, მათ კომპანია “ივ როშე” დაარწმუნეს არახელსაყრელი კონტრაქტის გაფორმებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები