LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსის დასავლეთ საზღვრებთან განთავსდება“ – რუსეთის ელჩი ბელარუსში

144
ბირთვული იარაღი

„რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსის დასავლეთ საზღვრებთან განთავსდება“, – აღნიშნულის თაობაზე რუსეთის ელჩმა ბელარუსში, ბორის გრიზლოვმა სამთავრობო ტელევიზიას განუცხადა და თქვა, რომ რუსეთი და ბელარუსი ოფიციალურად „მოკავშირე სახელმწიფოს“ ხელშეკრულებით არიან გაერთიანებული.

„ჩვენ გვაქვს ეს საერთო სივრცე. 1 ივლისამდე მომზადდება ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების საცავი, ბელორუსის ტერიტორიაზე ის გადავა ჩვენი საკავშირო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებში და გაზრდის შესაძლებლობებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უსაფრთხოება“, – განაცხადა ბორის გრიზლოვმა.

მისივე თქმით, „ნებისმიერი ხმაურის მიუხედავად, ევროპასა და შეერთებულ შტატებში, ეს მაინც გაკეთდება“:

პუტინი ბირთვული ომით იმუქრება – რაში სჭირდებათ ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურების დაკავება და რა უნდა ვიცოდეთ რადიაციის შესაძლო საფრთხეებზე

უკრაინაში ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს გარდა, კიდევ სამი ატომური ელექტროსადგურია - ხმელნიცკის, როვენსკისა და სამხრეთ უკრაინის, რომლებზეც საერთო ჯამში, 15 ატომური რეაქტორი მუშაობს.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკული ბირთვული იარაღის ევროპაში ქვეყნებში განთავსებაზე და დღეს ეს არის ხუთი ქვეყანა – იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, გერმანია და თურქეთი, ჩვენ უნდა მივიღოთ ქმედებები, რომლებიც ჩვენი საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოებას გაზრდის“, – აღნიშნა რუსეთის ელჩმა ბელარუსში.

მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 25 მარტს განაცხადა, რომ „რუსეთი, ბელორუსული მხარის თხოვნით, თავის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს რესპუბლიკაში განათავსებს, როგორც ამას შეერთებული შტატები დიდი ხანია მისი მოკავშირეების ტერიტორიაზე აკეთებს.“

რუსეთი ბელარუსში ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს – რა შეფასებები მოჰყვა პუტინის განცხადებას

მოსკოვმა მინსკს უკვე გადასცა „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემა, რომელიც შესაძლოა ბირთვული იარაღის მატარებელი იყოს. ვლადიმირ პუტინის თქმით, 1 ივლისს, ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის საწყობის მშენებლობის დასრულება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g