რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, დამასკოში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს, შეხვდა.
ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
მაღალჩინოსნებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ უფრო ეფექტურად ბრძოლის სტრატეგია და დეირ ელ ზორში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს.
შოიგუს თქმით, სირიაში პუტინის დავალებით ჩავიდა.
სირიის სამთავრობო არმიის გარდა ტერორისტების წინააღმდეგ ქურთები და სირიის დემოკრატიული ძალები იბრძვიან, ავიაიერიშებს კი საერთაშორისო კოალიცია ახორციელებს.