რუსეთის უშიშროების საბჭოს მდვნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, რომ მოსკოვის საკონცერტო ჰოლში მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა დგას.
დასმულ კითხვაზე, ვინ დგას „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის უკან, უკრაინა თუ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“, პატრუშევმა უპასუხა, რომ უკრაინა.
„რა თქმა უნდა, უკრაინა“, – განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა.
ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვში თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, თუმცა მას აინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება.
გარდაცვლილის დის ცნობით, ISIS-ის მებრძოლებმა წყვილი დერეფანში ჩაცხრილეს. ირინა და რომან სოკოლოვები დაბადების დღეს აღნიშვნოდნენ.
მოსკოვში, გასულ პარასკევს მომხდარ თავდასხმაზე, რომლის შედეგად 139 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.