LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთისგან ქილერით დევნილ გიორგი გაბუნიას რომ ამერიკის ვიზას არ აძლევს, ესაა ამერიკის ელჩი” – ნიკა გვარამია

298
BeFunky-collage (3)

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, Facebook-ზე წერს, რომ აშშ-ს ელჩი რუსეთისგან დევნილ გიორგი გაბუნიას ამერიკის ვიზას არ აძლევს. როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, არ აპირებს, სიმართლე დამალოს, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს.

დღეს შემომითვალეს, მთელ ქონებას ჩამოგართმევთო… არავითარი ქონება არ გამაჩნია, ნაქირავებში ვცხოვრობთ – ნიკა გვარამია

 

“რაც გამომრჩა და დამავიწყდა მეთქვა: რუსეთისგან ქილერით დევნილ გიორგი გაბუნიას რომ ამერიკის ვიზას არ აძლევს და თავისი ხელიდან სასიკვდილოდ იმეტებს, აი ესაა დღევანდელი ამერიკის ელჩი.

არც ესაა სირცხვილი? არც ეს არ უნდა ითქვას? აქაც ნამუსი უნდა შევუნახოთ, იმიტომ რომ ამერიკის ელჩია? არა, ბატონებო! სიმართლე სიმართლეა, გინდა ამერიკელს ეხებოდეს, გინდა ფრანგს და გინდა გერმანელს”, – წერს ნიკა გვარამია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები