LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა აშშ-ის მთავრობისა და მედიის 61 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა – ვინ მოხვდა სიაში

89
რუსეთის სანქციები აშშ-ს

„როიტერსის“ ინფორმაციით, რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და მედიის 61 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა. 

როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა „რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების მიმართ აშშ-ის სანქციების მუდმივი გაფართოების“ საპასუხო ქმედებაა.

სანქცირებულთა შორის მოხვდნენ: ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი და ენერგეტიკის მინისტრი ჯენიფერ გრანჰოლმი. გარდა ამისა, სანქციები შეეხებათ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებს, ავიაციისა და გემთმშენებელ კომპანიებსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცალკეულ ოფიციალურ პირებსაც.

2 ივნისს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუს ოლიგარქებსა და ელიტის წარმომადგენლებს მორიგი სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვაც მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები