LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა ჩეხეთის შემდეგ, ქვეყნიდან 2 ბულგარელი დიპლომატიც გააძევა

63
Untitled design

კრემლის მორიგი გადაწყვეტილება – რუსეთიდან ჩეხი დიპლომატების გაძევების შემდეგ, ოფიციალური მოსკოვი პერსონა ნონ-გრატად ორ ბულგარელ დიპლომატს აცხადებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის პასუხი იმ ქმედებაზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ბულგარეთმა განახორციელა – მაშინ სოფიაში, რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი, რომელსაც ბრალს სდებდნენ ჯაშუშურ საქმიანობაში მონაწილეობაში, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.

“20 აპრილს, ბულგარეთის ელჩი ა. კრისტინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს და გადასცეს შესაბამისი ნოტა. საელჩოს თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.” – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ჩეხეთიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობამ პროტესტი გამოხატა და განაცხადა, რომ მოსკოვი პრაღას პროპორციულად უპასუხებდა.

გუშინ კი ოფიციალურმა მოსკოვმა საპასუხოდ ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი მისცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები