ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რუსეთის განცხადებას ეხმაურება.
კელი დეგნანის თქმით იმ შემთხვევაში თუ მოსკოვს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა სურს, ოკუპანტმა ქვეყანამ უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები. თანამშრომლობისთვის კი ჟენევის ფორმატის გამოყენება შესთავაზა. აშშ-ის ელჩის თქმით, პროგრესი იმ შემთხვევაში იქნება მიღწეული თუ რუსეთი სწორედ ამ ფორმატში ჩაერთვება.
“ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან წაიღოს ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება”
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრ ბიკანტოვმა ბრიფინგზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ურთიერთობების აღსადგენად, თუ ამის მზადყოფნა ქართულ მხარესაც ექნება