LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე: რუსეთის საგარეო უწყება

123
-საგარეო-საქმეთა-სამინისტრო-1522416248

„მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის“, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ბიკანტოვი აკეთებს.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ბიკანტოვმა ბრიფინგზე გააკეთა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობდა.

„ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის (იმ დონეზე), რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით. რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის“, – განაცხადა ბიკანტოვმა, რომლის სიტყვებსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ გვერდზეც ციტირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g