LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა საერთაშორისო ვალდებულებები უნდა შეასრულოს და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება: მარინა კალიურანდი

57
მარინა კალიუნარდი

”გუშინ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) გამოიტანა ისტორიული განაჩენი სახელმწიფოთაშორის საქმეზე ”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)”, 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში,” – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაუარა.

განცხადება 2021 წლის 22 იანვრით არის დათარიღებული და როგორც ევროპარლამენტარი ამბობს,  რუსეთის ფედერაციამ თავისი საერთაშორისო ვალდებულებები უნდა შეასრულოს და  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან წაიღოს.

მისივე განცხადებით, ეს განაჩენი ხაზს უსვამს ორ ელემენტს:

“პირველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 12 აგვისტოდან მუდმივ და ეფექტურ კონტროლს ახორციელებს და მეორე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) ადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ომის დროს და მის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალრიცხოვან და უხეშ დარღვევებს, ოკუპირებულ რეგიონებში ომის დანაშაულების და ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევების გამოუძიებლობას მის მიერ, ასევე რუსეთის უარს ეთნიკურ ქართველებისთვის თავიანთ საცხოვრებლებში დაბრუნების შესაძლებლობაზე.”

როგორც ევროპარლამენტმა არაერთხელ განაცხადა, რუსეთის ფედერაციამ თავისი საერთაშორისო ვალდებულებები უნდა შეასრულოს და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება.

“როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც ომი დასრულდა “, – ნათქვამია კალიურანდის განცხადებაში

magti 5g