მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაზე სამგზავრო მიმოსვლა ნაწილობრივ შეაჩერა.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, რამდენიმე ქალაქს შორის სამგზავრო მიმოსვლის შეჩერებას რუსული მხარე „ტექნიკური მიზეზები“ ხსნის.
გამოცემის ცნობით, 21-დან 23 აგვისტომდე ყველა რეისი გაუქმდა ნოვოროსიისკს, გელენჯიკს, სოჭსა და ოკუპირებულ სოხუმს, ასევე იალტასა და სევასტოპოლს შორის.
ამასთან, შეჩერდა ბილეთების გაყიდვაც „სანამ გემების ტექნიკური მდგომარეობა სრულად არ გაირკვევა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.